დღის თემასაქართველო

მაშველებმა ბათუმში, ჩამონგრეული სახლის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევეში კიდევ 3 ადამიანის ცხედარს მიაგნეს, მათგან ორი მამაკაცია და ერთი ბავშვი.

სამაშველო ოპერაციის დაწყებიდან უკვე თითქმის 14 საათი გავიდა, ამ დრომდე მაშველებმა 2 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს ნანგრევებიდან, 4 კი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი.

ნანგრევებისგან გაწმენდის და შიგ მოყოლილი ადამიანების ძებნის საშუშაო გრძელდება. როგორც ჩანს, სამაშველო ოპერაციამალე დასრულდება, რადგან მაშველები თითქმის ჩავიდნენ პირველ სართულამდე.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close