fbpx
დღის თემა

მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთი გარდაცვლილი ადამიანი – ასაკოვანი ქალბატონი ამოიყვანეს.

ამ დრომდე მაშველებმა 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს – პირველი იყო მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ნანგრევების ქვეშ მოყოლილ მანქანაში იმყოფებოდა. მაშველებმა ბავშვი მალევე გამოიყვანეს. ამ დროისთვის პატარა უკვე სახლში იმყოფება.

დაახლოებით 8 სთ-სა და 20 წუთზე მაშველებმა ნანგრევებიდან 35 წლის ქალი ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დადასტურებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რჩება 2 ბავშვი, გადარჩენილი ქალის შვილები.

ამის შემდეგ მაშველებმა მეორე ადამიანის – ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენაც შეძლეს. მამაკაცი ასევე „მედცენტრშია“ მოთავსებული.

მედცენტრის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ხიმშიაშვილის თქმით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანა, სანამ ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოიყვანენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close