fbpx
საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა ნანგრევებიდან მეორე ადამიანი ამოიყვანეს – ექიმების შესფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა (ვიდეო)

მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა. იგი სტაციონარშია გადაყვანილი.

ჰაციენტის მდგოამრეობაზე მედცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ ისაუბრა.

„შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა მძიმე იყო, გამოხატული იყო ტრამვული შოკი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭის ღია მოტეხილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება და მიმდინარეობს საჭირო კვლევები”, – თქვა კლინიკის დირექტორმა.

თითქმის 11-საათიანი სამაშველო სამუშაოების შედეგად მაშველებმა  2 ადამიანი გადაარჩინეს. დაახლოებით ორი საათის წინ მათ ნანგრევებიდან 35 წლის ქალი ამოიყვანეს. ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობაც მძიმეა. იგი საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.

შსს-ს ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი არ უნდა იყოს მოყოლილი.

ჩამონგრეული შენობა საბჭოთა პერიოდში, დაახლოებით 50 წლის წინ იყო აგებული. ის ორ კორპუსს შორის მდებარეობს. მომიჯნავე 2 სადარბაზოდან 20-მდე ოჯახია ევაკუირებული უსაფრთხოების მიზნით.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებში 300-მდე მაშველი მონაწილეობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close