სპორტი
მეორე ოქრო იტალიიდან – ძიუდოისტი გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ), რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს – ადამ ცეჩოევს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ძიუდოისტი დაამარცხა.
მანამდე კი გიორგიმ კიდევ 3 ორთაბრძოლა მოიგო სუფთად.
დღეს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი გამოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი სარდალაშვილმაც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები