სპორტი

გიორგი სარდალაშვილმა იტალიაში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს დაიწყო ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ დღეს ჩვენი ნაკრების სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა. 60 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა გიორგი სარდალაშვილმა და ოქროს მედალს დაეუფლა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის (ჩეხეთში) ვერცხლის მედალს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც მიუმატა..

ამავე წონაში შაქრო შათირიშვილი რეპეშაჟიდან ცდილობდა მედლის მოპოვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

წარუმატებელი გამოდგა 52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ლაფაჩიშვილის გამოსვლაც.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close