fbpx
პოლიტიკასაქართველო

რას ამბობს სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ახლად შექმნილ ოჯახზე

პირველ ოქტომბერს – მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს, 30 წლის უკრაინელმა პოლიტიკომა ლიზა იასკომ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც 54 წლის სააკაშვილი ამბობს, რომ ის და ლიზა ერთად ცხოვრობენ და ოჯახი აქვთ. საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, იასკოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი – სრულიად მიუღებელი.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და, როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს რულოვსი სოციალურ ქსელში.

მსგავს თემაზე: მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი განქორწინდნენ?

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close