ისტორიალიტერატურა/წიგნები

„აბუკურა“ – იდუმალი პოემა „ვეფხისტყაოსნამდე“

„აბუკურა“ – ასე შეარქვეს ნაწარმოებს, რომლის შესახებ ქართველმა მეცნიერებმა ცოტა რამ იციან, ფართო საზოგადოებამ კი – თითქმის არაფერი. ეს ლამაზი და პოეტური თხზულება „ვეფხისტყაოსნამდე“, სულ მცირე, 100 წლით ადრე დაიწერა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეუმჩნეველი და დაუფასებელი დარჩა.

თხზულება დაახლოებით 15 გვერდია და მასში საბაწმინდელი ბერის მიქაელის მარტვილობაა აღწერილი. მოქმედება 685-705 წლების იერუსალიმში ხდება, თვითონ ტექსტი კი დაახლოებით X-XI საუკუნეებით თარიღდება.

„აბუკურა“ სხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლებისგან იმით გამოირჩევა, რომ სრულად გარითმულია. ბუნებრივია, რითმა და ტექსტის რიტმი განსხვავდება არა თუ თანამედროვე, არამედ თუნდაც რუსთაველის ეპოქის რითმებისგან, ის უფრო ხშირი და ერთი შეხედვით პრიმიტიულია, მაგრამ მთლიანობაში თხზულებას საოცარ მუსიკალურობას სძენს.

„…ხოლო მან მიხილნა ჩვენ მიმავალნი მოსწრაფედ,
მოგვეგება და მოწყალეთ
მოგვიკითხნა
და სიხარულით შეგვიწყნარნა
და თქვა, ღმერთმან კეთილად მოგიყვანნა
და შემიყვანნა
და სენაკად აღმიყვანნა
და ვყავთ ლოცვაჲ
და დაგუსხნა და ფეხნი დაგუბანნა
და ვითარ მცირედ ჟამ ვსხედით
და ვზრახევდით
და ვისმენდით და ფრიად ვირგებდით…“

პოეტმა შალვა ბაკურაძემ ამ თხზულებას პოემის ფორმა მისცა და ახლა ამ სახით გამოცემაზე ფიქრობს. მიიჩნევს, რომ ნაწარმოები ძალიან მაღალი დონის პოეზიაა, მით უფრო, იმ ეპოქის გათვალისწინებით, რომელშიც ის დაიწერა.

„რომ კითხულობხვდები,რომ ეს არის ნაწარმოებირომელიც წაკითხული თუ არა, მოსმენილი მაინც ჰქონდა შოთა რუსთაველსიმდენად კარგი დამთხვევებია „ვეფხისტყაოსანთან“ და პოეტური ხერხებიგანსაკუთრებულად იკითხებათავისი აქცენტები აქვსრომელიც უნდა დაიჭიროეს ნაწარმოები იციან მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზემაგრამ იქაც მას უყურებენ არა როგორცპოეზიას, არამედ წმინდა მეცნიერული კუთხით განიხილავენ“, – ამბობს შალვა ბაკურაძე.

იდუმალი თხზულება

გიორგი მთაწმინდელის „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“, რომელიც მე-11 საუკუნეშია დაწერილი, ნახსენებია ნაწარმოები „აბუკურა“, რომელიც, ავტორის თქმით, ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა. მეცნიერები კარგა ხანს ბჭობდნენ, კერძოდ, რომელი ნაწარმოები იგულისხმებოდა „აბუკურაში“ და იყო თუ არა საერთოდ ეს ტექსტი შემონახული. საიდუმლო თხზულების ირგვლივ კარგა ხანს ვარაუდების გარდა არაფერი ისმოდა. პავლე ინგოროყვამ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც სხვებმაც გაიზიარეს – ეს ნაწარმოები შესაძლოა ყოფილიყო „მიქელ საბაწმინდელის მარტვილობა“, აბუკურა კი იმის გამო შეერქვა, რომ მას თეოდორე აბუკურა ჰყვება და ეს თხზულების შესავალშივეა აღნიშნული.

ვინ არის აბუკურა?

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close