fbpx
სპორტი

მეორე ოქრო იტალიიდან – ძიუდოისტი გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ), რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს – ადამ ცეჩოევს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. 

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ძიუდოისტი დაამარცხა.

მანამდე კი გიორგიმ კიდევ 3 ორთაბრძოლა მოიგო სუფთად.

დღეს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი გამოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი სარდალაშვილმაც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close