მსოფლიოტექნოლოგიები

ჯეფ ბეზოსმა დააფინანსა სტარტაპი, რომელიც ადამიანის უკვდავებაზე მუშაობს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი სტარტაპ Altos Labs-ის ინვესტორი გახდა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების ტექნოლოგიაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას MIT Tech Review ავრცელებს.

კომპანია დაბერების პროცესს სწავლობს და მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც სიბერის დამარცხებას ადამიანის უჯრედების შეცვლის გზით ცდილობს. ტექნოლოგია იაპონელი მეცნიერის, იამანაკა შინიის კვლევას ემყარება, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. Altos Labs-ის სპეციალისტები გეგმავენ ისეთი მეთოდის აღმოჩენას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს, საშუალოდ, 50 წლით გაახანგრძლივებს.

შარშან პრესა 11 წლის ბელგიელი ვიუნდერკინდის შესახებ წერდა, რომელმაც უნივერსიტეტი ერთ წელიწადში დაამთავრა და უკვდავების შექმნაზე ფიქრი დაიწყო. „მე მინდა ჩემი ორგანოების უმეტესობა  ხელოვნური ორგანოებით შევცვალო“, – თქვა სიმონსმა.

წყარო: progressnews.press

მსგავს თემაზე: 11 წლის ვუნდერკინდმა ფიზიკაში ბაკალავრის ხარისხი მიიღო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close