fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში ათასობით სტუდენტმა უკანონო მეგაწვეულება – „მაკრო ბოტელონი“ მოაწყო (ვიდეო)

მადრიდში 25 000-მდე ესპანელმა სტუდენტმა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვეულება გამართა. 

ღია ცის ქვეშ გამართული წვეულება, ალკოჰოლის თანხლებით, 17 სექტემბერს ერთ-ერთი უნივერსიტეტის წინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო „მაკრო ბოტელონიდან“, სადაც ჩანს, რომ  წვეულებაზე ახალგაზრდებს არც ნიღბები უკეთიათ და არც დისტანციას იცავენ.

კოვიდრეგულაციების გამო ესპანეთში მასობრივი წვეულებები უკანონოა და ჯარიმით ისჯება, თუმცა ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, წვეულების ხალხმრავლობის გამო, პოლიციას არ უმოქმედია.

მადრიდის გარდა „მაკრო ბოტელონები“ ბარსელონასა და ლოგრონიოშიც გაიმართა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close