მოდა/სილამაზექართველები უცხოეთში

კიმ კარდაშიანი და დემნა გვასალია MET GALA-ს ღონისძიებაზე (ვიდეო)

სომხური წარმოშობის ამერიკელი მოდელი, მსახიობი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი Met Gala-ს ღონისძიებაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილ შავ კაბაში გამოჩნდა, რომელიც სახესაც უფარავდა.

კიმის თანმხლები მამაკაციც შავ სამოსში იყო გამოწყობილი და სახე მასაც დაფარული ჰქონდა. თავდაპირველად ის კიმის ყოფილი მეუღლე კანიე უესტი ეგონათ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ კარდაშიანს დემნა გვასალია ახლდა.

Met Gala ყოველწლიური კოსტიუმირებული გალა-წვეულებაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის სახსრების შესაგროვებლად. მას Met Ball-საც უწოდებენ. ამ წვეულებას მოსდევს კოსტიუმების ინსტიტუტის მოდის ყოველწლიური გამოფენა.

მეტროპოლიტენ მუზეუმის მოდის ინსტიტუტის კოსტიუმების გამოფენა 1948 წლიდან იღებს სათავეს.

1973 წლიდან Met Gala საყოველთაოდ ცნობილი გახდა, როგორც მდიდრული პოპულარული ღონისძიება და ნიუ-იორკის „მაღალი საზოგადოების“ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. ექსტრავაგანტულ სამოსში კამერების წინ პოზირება „მეტ გალასთვის“ ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა კიმ კარდაშიანმა (დემნას წყალობით) მაინც შეძლო განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა.

ნახეთ Met Gala 3 წუთსა და 40-წამში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close