fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დღეს ათენის ცენტრში კალაშნიკოვით შეიარაღებულმა პირებმა ბანკი გაძარცვეს

დღეს, 14 სეტქემბერს, შუადღისას შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში, მიტროპოლეოსის ქუჩის 53 ნომერში მდებარე ბანკი გაძარცვეს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები. Cnn.gr-ს ცნობით, ერთ-ერთ თავდამსხმელს, სავარაუდოდ,  კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა.

ცნობილია, რომ მძარცველთაგან ერთ-ერთი ბანკის თანამშრობლებს პისტოლეტით ემუქრებოდა. პირველადი ინფორმაციით, მათ 13 ათასი ევრო წაიღეს და მიიმალნენ.

პოლიციამ ოპერაცია დაიწყო მძარცველების დასაკავებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ მიტროპოლეუსის ქუჩა, სადაც პირეოსის ბანკის ფილიალი მდებარეობს, ათენის ცენტრია, მთავარი სავაჭრო ქუჩის – ერმუს რაიონი, პარლამენტის და სამინისტროების შენობების სიახლოვეს. ის საბერძნეთის დედაქალაქის ყველაზე უსაფრთხო რაიონად ითვლება პოლიციელთა სიმრავლის გამო.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეძლეს მძარცველებმა ბანკში შეღწევა, რადგან ამ ფილიალის შესასვლელში სპეციალური აფეთქებამედეგი კარებია ორმაგი ტამბურით და ვიდეოკონტროლის სისტემით.

მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იანის ეკონომუმ ათენის ცენტრში ბანკის შეიარაღებულ ძარცვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close