fbpx
მსოფლიო

როგორ ვჭამთ ყოველ კვირა ერთ პლასტიკურ ბარათს – წყევლამ „ნავთი დალიე და ცეცხლი დააყოლე“ გვიწია?

როდესაც ცელოფანში შეფუთულ საკვებს ვყიდულობთან სახლში ქაღალდის პარკით ახალშეძენილი პერანგი მიგვაქვსგვგონიაამ ყველაფრიდან არაორგანული მხოლოდ შესაფუთი ცელოფანია. სინამდვილეში ჩვენ პლასტმასას ვიცვამთ, ვსვამთ და ვჭამთ კიდეც – პირდაპირი და არა გადატანით მნიშვნელობით.

საკვები, რომელსაც მივირთმევთ, მიკროპლასტმასით არის გაჯერებული. მიკლოპლასტმასა პლასტმასას ძალიან მცირე ნაწილაკია, დაახლოებით 5 მილიმეტრამდე ზომის. „პლასტმასის ატლასში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა და მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან“ მოამზადეს, ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონი ტონა პლასტმასიდან დაახლოებით ერთი მესამედი ნიადაგსა და წყალში ხვდება, იქიდან კი – საკვებსა და სასმელში.

ნიუქასლის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში 5 გრამამდე პლასტმასას „მივირთმევთ“, ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანმა ყოველ კვირა ერთი პლასტიკური ბარათი რომ შეჭამოს.

კიდევ სხვა კვლევის შედეგად, რომელიც კანადაში ჩატარდა, გაცილებით იზრდება მიკლოპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, თუ ადამიანი წყალს არა ონკანიდან, არამედ პლასტმასის ბოთლიდან სვამს.

მიკროპლასტმასა გარემოში პლასტმასის დაშლის შედეგად რჩება და მასთან ბრძოლა ძალიან რთულიარადგან მისი შემჩნევა და შეგროვებაა რთულიმიკროპლასტმასა ცვლის ნიადაგის სტრუქტურასამის გარდა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ის მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს. ახლა  იკვლევენრამდენად მოქმედებს პლასტმასა ჯანმრთელობაზე. ჯერ არ ვიცით, კვების შემდეგ ის ტოვებს სხეულს თუ სისხლსაც ერევა“, – ამბობს თიკო ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.

ახდენილი წყევლა

წყევლა „ნავთი დალიე და ცეცხლი დააყოლე“ არარეალურად სულაც აღარ ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პლასტმასა სწორედ ნავთობისგან ან ბუნებრივი აირისგან მიიღება. პროცესი ასეთია: ნავთობს მოლეკულებად ხლეჩენ. ქიმიკატების, მაღალი ტემპერატურისა და წნევის ზეგავლენით პლასტმასის მოზრდილ მოლეკულებს წარმოქმნიან და უამრავ ქიმიურ დანამატს ურევენ. ეს დანამატები დროთა განმავლობაში დაშლას იწყებს და ჰაერსა და მტვერში იფანტება. ისევ „პლასტმასის ატლასს“ თუ მოვიშველიებთ, ყოველი ამერიკელი ორსული ქალის სისხლში 56 სხვადასხვა სამრეწველო ქიმიკატია აღმოჩენილი. ამ ნივთიერებათა უმეტესობა ან პლასტმასის პროდუქტებში გვხვდება, ან მათი დამზადებისას წარმოიქმნება.

გააგრძელე კითხვა აქ:  https://www.radiotavisupleba.ge/a/31454081.html?fbclid=IwAR2hONLd86WyipHAfQ0exS4B1CxRNEB2zofNeZPInmaDFkSm8uTmDf8gQQY

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close