fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

„მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, როცა ვტაქსაობდი“ – ქართველი „ჰალკის“ უცნობი ამბავი

როგორც ცნობილია, ქართველი მკლავჭიდელი ლევან საღინაშვილი სპორტულ კარიერას წარმატებით აგრძელებს და სულ ცოტა ხნის წინ ის TOP 8-ის ნახევარფინალშიც გავიდა.

ლევანის სახელი სპორტის ქართველმა ქომაგმა უკვე ძალიან დიდი ხანია იცის, თუმცა  საღინაშვილის ცხოვრებაში არის ისეთი დეტალები, რომელთა შესახებაც ბევრმა საერთოდ არ უწყის.

მაგალითად, მკლავჭიდელმა გადაცემაში „სპორტი დიდ ქალაქში“ განაცხადა, რომ მაშინ, როცა მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მოგებული, თავს ტაქსისტობით ირჩენდა.

„მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, როცა ვტაქსაობდი… იყო ეგ პერიოდი. რამდენიმე ადამიანი მცნობდა და ძალიან უკვირდათ ხოლმე.

– რემონტების კეთების გამოცდილება დაგრჩა?

– ნუ, ახლა, რო მოვინდომო, გავაკეთებ, თუმცა არა მგონია, ხარაჩომ რომ გამიძლოს, – თქვა ლევანმა.

footballnews.ge

ცნობისათვის: ლევანი სიმაღლით 193 სანტიმეტრია და 170 კგ-ს იწონის.

რამდენიმე დღის წინ მან პოდკასტში „მტკივნეული შოუ“ განაცხადა, რომ „ნეტფლიქსის“ ფილმ Extraction 2-ში გადაიღებენ, რომელშიც მთავარ როლს კრის ჰემსვორთი ასრულებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close