fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საქმეს იძიებს, რომელსაც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კორუფციის საქმის მოწმე ემსხვერპლა

საბერძნეთი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საქმეს იძიებს, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის საქმის მოწმე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შემთხვევა საბერძნეთის კუნძულ სამოსის მახლობლად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კორუფციის საქმეში ისრაელის პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმე იყო.

ისრაელის კომუნიკაციების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ხაიმ გერონი და მისი მეუღლე ესთერი „სესნა 182“-ის ტიპის თვითმფრინავში მარტო იმყოფებოდნენ. ხაიმ გერონი იყო 300-ზე მეტი მოწმიდან ერთ-ერთი, რომლებიც პროკურორებმა წარადგინეს ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესზე, სადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს მდიდარი პარტნიორებისგან ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში და გაშუქების სანაცვლოდ მედიამაგნატების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. ნეთანიაჰუ, რომელიც ამჟამად ოპოზიციის ლიდერია ქვეყნის პარლამენტში, ყველა ბრალდებას უარყოფს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close