იტალიაკრიმინალი

იტალიის ქალაქ რიმინიში იმიგრანტი ოთხ ქალს და ერთ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაესხა თავს (ვიდეო)

ბავშვს ორეტაპიანი ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

იტალიის ქალაქ რიმინიში შაბათს, 11 სექტემბერს, საღამოს სომალელმა მამაკაცმა ოთხი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

tg24.sky.it-ის ცნობით, შაბათ საღამოს 26 წლის სომალელმა მამაკაცმა ავტობუსში კონტროლიორის მიერ ბილეთის მოთხოვნის საპასუხოდ დანა ამოიღო და ორ კონტროლიორ ქალს თავს დაესხა. როდესაც ავტობუსიდან ჩამოვიდა, მან გაქცევა ცადა და დანით ჭრილობა მიაყენა სხვა ორ ქალს, აგრეთვე,  6 წლის ბიჭს, რომელიც კისერში დაიჭრა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს დას 2-ეტაპიანი დელიკატური ოპერაცია ჩაუტარდა საძილე არტერიის აღდგენისთვის, თუმცა მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დამდგარა.

ინციდენტი N11 ავტობუსში მოხდა რიმინიში, მირამარეს ზონაში, რომელიც ქალაქს რიჩონესთან აკავშირებს.

გამომძიებლებმა ტერორისტული აქტი გამორიცხეს.

სომალელი მამაკაცი პროკურორმა დავიდე ერკოლანიმ დაკითხა, თუმცა დაკითხვა მალევე შეწყდა, რადგან სომალელის მშობლიური ენიდან თარჯიმანი ვერ იპოვეს, თუმცა დაკავებულმა ინგლისურად  მოახერხა რამდენიმე წინადადების თქმა – მან პროკურორს განუცხადა, რომ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე კოკაინი მოიხმარა და მისი ზემოქმედების ქვეშ იყო.

თავდამსხმელი ამჟამად რიმინის კაზეტის ციხეში იმყოფება სასამართლოს მიერ მისი საქმის მოსმენის მოლოდინში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close