„რამდენიმე საათის წინ შენს გეგმებზე საუბრობდი და გეგმები ასე როგორ შეიცვალე? მშვიდად განისვენე სამოთხეში“ – ვის მიმართავს თამთა გოდუაძე (ვიდეო)
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე თავისი კოლეგისა და მეგობრის, ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი მომღერლის პატივის მისაგებად შემთხვევის ადგილზე მეუღლესთან ერთად მივიდა. იქ ქართველი მომღერალი პაპარაცებმა დააფიქსირეს და ფოტო გადაუღეს.
„თამთა პეტერ ანასტასოპულოსის გარდაცვალებით შოკირებულია“, – ამ სათაურით არაერთი სტატია იწერება ბერძნულ მედიაში.
თამთა გოდუაძე მომხდარს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ბერძენი რეპერისა და პოპის შემსრულებლის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა.
ამ პოსტის დადებიდან მოკლე ხანში წყვილი 34 წლის მომღერლის გარდაცვალების ადგილას მივიდა და მისთვის პატივის მისაგებად ყვავილები დატოვა.
„ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე… რამდენიმე საათის წინ შენს გეგმებზე საუბრობდი და გეგმები ასე როგორ შეცვალე? მშვიდად განისვენე სამოთხეში“, – წერს თამთა.
წყარო: primetime.ge
ცნობილმა ბერძენ-ამერიკელმა რეპერმა და კლიპმეიკერმა Mad Clip-მა – პეტერ ანასტასოპულოსმა 2 სექტემბერს ვულიაღმენიში (ატიკა) მანქანის მართვისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. 34 წლის მუსიკოსი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს ათენის ევაგელიზმოს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა.
Mad Clip-ი ნიუ-იორკში დაიბადა. მან ბერძნულ მუსიკალურ სცენაზე ფურორი მოახდინა 4 ალბომით: “Super trapper”, “O Amerikanos” LP, “Super Trapper 2” და “Still Active.”
მისი სიმღერები, როგორიცაა: “Maybe”, Eleni Foureira-სთან ერთად, “Yachts”, “Hustla”, “Baby” და “Hope” გამოსვლისთანავე ჰიტებად იქცა. ზოგიერთმა მათგანმა YouTube-ზე 20 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
კომენტარები