fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

რუმინეთში ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ბუქნებით შეიძლება

რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკის ავტოსადგურზე ამოქმედდა მოწყობილობა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. მისი საშუალებით ავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა არა ფულით, არამედ ბუქნებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ გამოცემა Romania-Insider-ი წერს.

ავტობუსით მგზავრობა ქალაქში 50 ცენტი ღირს. ფულის დაზოგვის მიზნით ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიუახლოვდეს აპარატს და კამერის წინ 2 წუთში 20 ბუქნი გააკეთოს. დღეში ავტომატის რამდენჯერმე გამოყენებაზე არანაირი ლიმიტი არ მოქმედებს.

მგზავრობის საფასურის გადახდის ასეთი მეთოდი 2020 წელს „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამოსცადეს. მაშინ 4 თვის განმავლობაში ადგილობრივებმა და ქალაქის სტუმრებმა 55 ათასზე მეტი „უფასო ბილეთი“ აიღეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close