მოგზაურობასაქართველო

„მოხარული ვარ გაცნობოთ…“ – ისრაელმა საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიიდან ამოიღო

23 აგვისტოს ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი წერს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე ძალაში შედის 1-ლი სექტემბრიდან“, – წერს რან გიდორი.

ისრაელის მთავრობის ცნობით, საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერი“ ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეეძლიათ საქართველოში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციას (ან კარანტინს) დაექვემდებარებიან.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close