მედიცინამსოფლიო

აღმოჩენილია ანტისხეული, რომელიც ადამიანს კორონავირუსის ყველა შტამისგან იცავს – გველოდება თუ არა წინ „სუპერკორონავირუსი“?

აღმოჩენილია ანტისხეული, რომელსაც კორონავირუსის ყველა ცნობილი მუტაციის ნეიტრალიზება შეუძლია, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებს ეკუთვნით. კვლევა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა 43 ნიმუში შეისწავლეს და გააანალიზეს – რამდენად აღკვეთენ ისინი SARS-CoV-2-ის საწყისი ვარიანტით ინფიცირებას პეტრის ფინჯანში. ამის შემდეგ ცხრა ყველაზე ძლიერი გამანეიტრალებელი ნაწილაკი მღრღნელებზე გამოსცადეს და მათგან ყველაზე ეფექტიანი შეარჩიეს.

გაირკვა, რომ ანტისხეულ SARS2-38-ს შეუძლია ებრძოლოს კორონავირუსის ყველა გავრცელებულ ვარიანტს: „ალფას“, „ბეტას“, „გამას“, „დელტას“, „კაპასა“ და „იოტას“, ასევე იშვიათ მუტაციებსაც.

მეცნიერთა თქმით, SARS2-38 უერთდება ვირუსის მომჭიდებელი ცილის იმ ნაწილს, რომელიც უცვლელი რჩება. გამოვლენილი ანტისხეულის უნიკალურ თავისებურებათა შორისაა ნეიტრალიზაციის მაღალი უნარი დაბალი კონცენტრაციისას და ასევე ინფექციის აღმძვრელის ყველა ვარიანტზე ზემოქმედება.

მანამდე ბარსელონის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ კორონავირუს SARS-Cov-2-ის ანტისხეულების რაოდენობა სტაბილური რჩება ან იმატებს კიდეც დაავადებიდან შვიდი თვის განმავლობაში.

კვლევაში 578 კაცი მონაწილეობდა, რომლებსაც COVID-19 უსიმპტომოდ ან იოლი ფორმით ჰქონდათ გადატანილი. მათ მთელი შვიდი თვის განმავლობაში უღებდნენ სისხლს და ანტისხეულების დონესა და ტიპს ამოწმებდნენ SARS-CoV-2-ის ექვსი სხვადასხვა ანტიგენის მიმართ, ასევე, ანტისხეულების არსებობას ოთხი კორონავირუსის მიმართ.

კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულები სტაბილური რჩებოდა ასაკისა და სქესის მიუხედავად.

„სუპერკორონავირუსი“

ციურიხელმა იმუნოლოგმა საი რედიმ განაცხადა, რომ მომავალ წელს მსოფლიშო კორონავირუსის უფრო საშიში ვარიანტი გაჩნდება.

მისი თქმით, პანდემიის მომდევნო ფაზაში „ბეტა“ და „გამა“ შტამები კიდევ უფრო გადამდები გახდება, ხოლო „დელტა“ იმუნიტეტისთვის გვერდის ავლას ისწავლის. რედის აზრით, ამ მუტაციების გაჩენა გარდაუვალია.

„COVID-22 შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს“, − თქვა მეცნიერმა გაზეთ Blick-თან ინტერვიუში.

იმუნოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტის ამოცნობა შეძლებისდაგვარად ადრე მოხერხდეს, რათა ვაქცინების მწარმოებლებმა პრეპარატების სწრაფად ადაპტირება შეძლონ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close