fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ

საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ. როგორც „გარდიანი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად მიიღო. შესაბამისი განკარგულება ძალაში 13 სექტემბერს შევა.

ამასთან, აუცრელი მოქალაქეების ნაწილს, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, კოვიდტესტის გაკეთებას კვირში ორჯერ დაავალდებულებენ. საბერძნეთში კოვიდტესტის გაკეთება 10 ევრო ეღირება. ამასთან, აცრილი ადამიანების ტესტირება კვლავ უფასო დარჩება.

„ეს არ გახლავთ სადამსჯელო ზომები. ეს არის ჩვენი მოვალეობა იმ ხალხის წინაშე, ვინც პანდემიის 18 თვე გამოიარა მაქსიმალური სიფრთხილით, მათ წინაშე, ვინც დაკარგა მაღაზიები, მათ წინაშე, ვინც სახლიდან არ გადიოდა თავდაცვის მიზნით“, – განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან კოვი-19-ის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა ექვსმა მილიონმა მოქალაქემ.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close