fbpx
საზოგადოება

ლაშა ბექაურმა ემიგრაციაში მყოფი ბებია საქართველოში დააბრუნა – ემოციური კადრები მონატრებული ბებია-შვილიშვილის შეხვედრიდან

გახსოვთ ალბათ, nostal.ge წერდა, რომ 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა, გამარჯვების შემდეგ სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ბებიის საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.

შვილიშვილმა აასრულა დაპირება და 20 აგვისტოს, გამთენიისას ათენი-თბილისის რეისით საქართველოში ლაშას გამზრდელი ბებია ჩამოფრინდა.

ემოციური კადრები მონატრებული ბებია- ვილიშვილის შეხვედრიდან, აეროპორტში ექსკლუზიურად Europetime-მა გადაიღო.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში 5 ორთაბრძოლის მოგება შეძლო და ოქროს მედალს დაეუფლა. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელს მოუგო.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close