მედიცინაიტალია

იტალიელი ექიმების დასკვნა: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სიკვდილისგან 97%-ით გვიცავს

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ვირუსით დაინფიცირების ალბათობას 82,54%-ით ამცირებს, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილის ალბათობას – 97,16%-ით. ასეთია იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ეროვნული ინსტიტუტს (ISS) მონაცემები, რომელიც 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კვლევა ჩატარდა 4 აპრილიდან 15 აგვისტომდე პერიოდში და შედეგად დადგინა, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის ალბათობას 5%-მდე ამცირებს, ხოლო ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვედრის ალბათობას – 3%-მდე (ანუ ინფიცირებულთა მხოლოდ 5% შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში, მხოლოდ 3% – რეანიმაციაში). 

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იტალიაში ამ დროისთვის არსებული 131 462 აქტიური შემთხვევიდან კრიტიკულად მძიმეა 455 კოვიდინფიცირებული, რაც ინფიცირებულთა 0,35%-მდეა.

იტალიაში კოვიდ-19-ით პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე (20 აგვისტოს საღამოს მონაცემებით) 128 683 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 49-ით გაიზარდა (წინა დღით – 55-ით), ინფიცირებულთა რაოდენობამ კი ერთ დღეში  7224-ით მოიმატა. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, პანდემიის დაწყებიდან 20 აგვისტომდე 4 471 225 შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 7,5%-ია. სრულად ვაქცინირებულია 35 036 387 ადამიანი – იტალიის მოსახლეობს 58,17%.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close