ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 – 29 აგვისტო

23-იდან 29 აგვისტოს ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კვირა მოითხოვს, შეძლოთ კონცენტრირება მოახდინოთ მიზანზე, მოერიდოთ უსიამოვნებებს და არ აჰყვეთ მღელვარებას. ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ მომგებიანად გაყიდოთ ის ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. შეეცადეთ განათავსოთ ისინი ინტერნეტში, შესთავაზოთ ნაცნობებს. მყიდველები არ დააყოვნებენ. კარგი იქნება, არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კლებადი მთვარის პერიოდში.

 

ვერძი

ამ პერიოდში ვერძის განწყობა საბრძოლო ხასიათის იქნება და მათმა იმპულსურმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, დაზიანებები და უბედური შემთხვევები გზებზე. გააკონტროლეთ საკუთარი თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი უსიამოვნება შეგხვდებათ. საკმაოდ აქტიური დროა, თუმცა თქვენი ქმედებები ყოველთვის სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. და ეს იმიტომ, რომ თქვენთვის ძნელია დაიცვათ წესები, საზღვრები, გააკონტროლოთ ემოციები. გარდა ამისა, შესაძლოა ილუზიების ტყვე აღმოჩნდეთ. გასაკვირი არ არის, რომ შეიძლება არათანმიმდევრულობაში დაგადანაშაულონ, ზოგჯერ უსამართლობაშიც კი. იმისათვის, რომ საქმე არ გააფუჭოთ, ეცადეთ, მომენტალურ იმპულსებს არ აჰყვეთ: ჯერ შედეგზე იფიქრეთ და შემდეგ იმოქმედეთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

 

კურო

ამ კვირაში მოსალოდნელია დაძაბული სიტუაციები ოჯახში, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობისას. შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს წარსულში გადაუჭრელმა პრობლემებმა, რომელთა შესახებაც დიდი ხანია დაივიწყეთ. რას იზამთ, ყველაფრის მოგვარება ახლა მოგიწევთ. ეს პერიოდი თქვენთვის ცვლილებების დროა. კვირის პირველ ნახევარში ნაცნობი სამყარო შეიძლება დაინგრეს და ურთულეს ცვლილებებთან შეგუება საკმაოდ გაგიჭირდებათ. შეეცადეთ ეძიოთ მხარდაჭერა თქვენს პრინციპებსა და იდეალებში, იმოქმედეთ თქვენი სინდისის შესაბამისად, დაიცავით სამართლიანობა: ამ გზით შეძლებთ შეინარჩუნოთ საკუთარი თავის პატივისცემა და ფსიქოლოგიური წონასწორობა. კვირის მეორე ნახევარში თანდათან ყველაფრის გაუმჯობესება დაიწყება და გაცილებით ადვილი იქნება ორიენტირება მიმდინარე მოვლენებზე და გადაწყვეტილებების მიღება.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

ამ კვირაში ტყუპები მძაფრად რეაგირებენ ნებისმიერ კომენტარზე და ნეიტრალურ განცხადებებშიც კი შეიძლება ეჭვი შეიტანონ. დამშვიდდით, შეწყვიტეთ შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში, მით უმეტეს, რომ ის იქ არ არის. კვირის მეორე ნახევარში ბევრი საინტერესო რამ გელით: კომუნიკაცია არაერთ ადამიანთან, არაჩვეულებრივი მოგზაურობები. პრობლემა ერთია: ეგოიზმი მასშტაბურ ხასიათს იღებს და თქვენი სურვილი – შთაბეჭდილება მოახდინოთ, შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. თუ არ გინდათ ურთიერთობის გაფუჭება კოლეგებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან, მოთოკეთ ამბიცია, იყავით თანმიმდევრულნი, ორგანიზებული, ყოველთვის შეასრულეთ დანაპირები.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კირჩხიბი

სავარაუდოა უთანხმოება უფროსი თაობის ადამიანებთან ან ხელმძღვანელობასთან. თქვენთვის ძნელია ახლა შეთანხმების მიღწევა, საქმიანი საკითხების გადაწყვეტა. კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული პერიოდი იქნება. მოგზაურობა, შეხვედრები,  კომუნიკაცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე სარგებელს და სიამოვნებას მოგიტანთ. გარდა  ამისა, მეგობრები და ნათესავები ეცდებიან აქტიურად ჩაერიონ თქვენს ცხოვრებაში  და თქვენ მოისურვებთ, შორს იყოთ მათგან. მართალიცაა, რადგან თქვენთვის ძნელია კონცენტრირება,  აზრების დალაგება. მშვიდი დასვენება, სასურველია მარტოობაში, თქვენთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ჰაერი. შეეცადეთ აღიდგინოთ ძალები და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ, მაშინ ყველაფერი უფრო ადვილად გამოგივათ.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

ლომები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებობს მხოლოდ ორი მოსაზრება: მათი საკუთარი და მცდარი. გასაკვირი არ არის, რომ ამგვარი დამოკიდებულება ირგვლივ მყოფებს დაგაცილებთ. იყავით უფრო ერთგული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ თქვენს ყველა მეგობარს. კვირის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ გიჭირთ ურთიერთობა, გუნდში მუშაობა, რაც საუკეთესოდ არ აისახება როგორც გუნდურ ურთიერთობაზე, ისე თქვენს სტატუსზე. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კოფლიქტები, ასევე, დაუფიქრებელი ქმედებები, რაც ნულოვან შედეგებს და დროის კოლოსალურ დაკარგვას გამოიწვევს. თუ შესაძლებელია, დაისვენეთ, შეეცადეთ აღიდგინოთ ძალები და საკუთარ თავში გაერკვეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ქალწული

თქვენი აქტიური საქმიანობა აუცილებლად მიგიყვანთ შესანიშნავ შედეგებამდე, თუმცა ახლა ქალწულები იგნორირებას უკეთებენ კოლეგების რჩევებსა და მოსაზრებებს, ამიტომ ისინი რისკის ქვეშ რჩებიან მხარდაჭერის გარეშე. კვირის მეორე ნახევარში ბევრი სამუშაო გექნებათ, თუმცა ზოგჯერ შეიძლება უსაქმოდაც იყოთ. პრობლემა ის არის, რომ ამ მომენტში თქვენ მიღმა ვერაფერს ხედავთ და, შესაბამისად,  ვერ შეძლებთ ადეკვატურად შეაფასოთ როგორც საკუთარი, ისე სხვების ქმედებები და სიტუაცია – მთლიანად. მთავარია პრობლემებმა არ ჩაგითრიოთ და იმედი არ გაგიცრუვდეთ. უბრალოდ, არ ჩაერთოთ სარისკო თავგადასავლებში, არ მოუსმინოთ საეჭვო რეპუტაციის მქონე პირთა რჩევებს და ყველაფერი მშვენივრად აეწყობა.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

შანსი გაქვთ გამოიმუშაოთ დიდი თანხა,  მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო და პერსპექტიულ პროექტებში და დაამყაროთ ახალი საქმიანი კავშირები. უბრალოდ, დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია კომპეტენტურ ადამიანებთან. კვირის მეორე ნახევარში მხოლოდ დასვენებაზე იოცნებებთ: ყველაფერი სინათლის სიჩქარით იცვლება და თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება ახალ გარემოებებთან ადაპტირება, თუმცა ამას ნამდვილად ცდილობთ! საჭიროა გამბედაობა, რისკის გაწევის უნარი და ახალი ტენდენციების გაცნობა – მაშინ შესანიშნავი შანსი გექნებათ, რომ გაზარდოთ შემოსავალი და მოძებნოთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო. ნაცნობებმა შეიძლება ძალიან მაცდური, თუმცა სარისკო შემოთავაზება გაგიკეთონ. კარგად აწონ-დაწონეთ, სანამ დათანხმდებით.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

ეს კვირა განახლების, შემოქმედებითი საქმიანობისა და თვითრეალიზაციის დროა. მოისურვებთ, რომ მოიცილოთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით განვითარებასა და წინსვლაში. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ, სრულად არ თქვათ უარი „ძველ სამყაროზე“: გაანალიზეთ სიტუაცია და სწორი დასკვნები გააკეთეთ. კვირის პირველ ნახევარში არსებობს რისკი, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ, რაც არასაჭირო ხარჯებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. შეეცადეთ იცხოვროთ თქვენი გონებით – და წარმატებით შეძლებთ პრობლემების თავიდან აცილებას. კვირის მეორე ნახევარში კვლავ იგრძნობთ, რომ თავად ხართ საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 23.

 

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იწყება. ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, რაც გავლენას ახდენს როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე შრომისუნარიანობაზე. შეეცადეთ დაისვენოთ და  სხვისი პრობლემები საკუთარ მხრებზე არ აიღოთ. არსებობს მოტყუების რისკი, ან საკუთარი შეცდომების შედეგები. კვირის მეორე ნახევარში სურვილი გაგიჩნდებათ დაიმალოთ უსიამოვნებებისგან ფანტაზიის სამყაროში, მაგრამ, ამავე დროს, სამუშაო და პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანების მიმართ დასვენების საშუალებას არ გაძლევთ და იგრძნობთ, რომ ხელ-ფეხი შეკრული გაქვთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 25.

 

თხის რქა

ცხოვრების  ყველაზე არასასიამოვნო გარემოებები აიძულებს თხის რქებს გადახედონ ღირებულებებს, იპოვონ ახალი სულიერი მითითებები. ეს  ადვილი არ იქნება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.  კვლავ ცდილობთ, იპოვოთ საკუთარი თავი, გადახედოთ მრავალწლიან რწმენას, რასაც დიდი ხანია  საბოლოო ჭეშმარიტებად თვლიდით. ამავე დროს, გადაჭარბებული ემოციურობა საშუალებას არ გაძლევთ ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და საკუთარი ძლიერი მხარეები, ასე რომ, ნუ ჩქარობთ საბოლოო დასკვნების გამოტანას. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მერწყული

ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. ბევრი კომუნიკაცია, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, ახალი საქმიანი და შემოქმედებითი პარტნიორები. საკმაოდ წარმატებული პერიოდი გელით, თუ მხოლოდ საკუთარ აზრს არ დაეყრდნობით, აუცილებელია გაითვალისწინოთ სხვათა მოსაზრებები. შეეცადეთ მოიცილოთ ეჭვი და გადაჭარბებული სიფრთხილე: არ გაქვთ მიზეზი, არ ენდოთ თქვენს ახლობლებს და პარტნიორებს. და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს: ცვლილებები, რომლებიც აუცილებლად გეჩვენებათ, რეალურად დროული არ არის, ასე რომ, დაე, ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდეს.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თევზები

თითქმის მთელი კვირის განმავლობაში გაგიჭირდებათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, წინააღმდეგობის გაწევა გარემოებებისთვის, რომლებიც ხშირად თქვენ სასარგებლოდ არ გამოდგება, თუმცა მაინც უნდა ეცადოთ. დაიწყეთ საკუთარი თავით: მოიშორეთ ილუზიები და სტერეოტიპები, რომლებიც გაფერხებენ და ხელს გიშლიან პარტნიორებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. სავარაუდოა ფინანსური პრობლემები: მოერიდეთ არასაჭირო ხარჯებს, მაგრამ ნუ ეცდებით სიტუაციის დაუყოვნებლივ გამოსწორებას – მაინც არაფერი გამოვა. ნუ დანებდებით საკუთარ შიშებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, არ მოგატყუონ. თუ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი რჩევა მოგცეთ, აცილებლად მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close