კრიმინალისაქართველო

ავტომანქანაში ჩაცხრილეს ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა

კახეთში ავტომანქანაში ჩაცხრილული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

სოფელ წინანდლიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაცხრილული პირები თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, შეყვანისას სამივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ამავე ინციდენტის მონაწილე კიდევ ორი პირი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ორი მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მათ სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ, რომელიც დაუმუშავდათ და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ“, – განაცხადა თელავში მდებარე ყამბარაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა რატი ტურაშვილმა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი, 46 წლის მამაკაცი სახლში, ხოლო 29 წლის მამაკაცი სტაციონარში გააგრძელებს მკურნალობას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close