fbpx
საზოგადოებასაქართველო

ერთ დღეში 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე – გაჩნდა ეჭვი, რომ გარკვეული ჯგუფი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილებს და აუქმებს

ეპიდემიოლოგები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ადამიანების გარკვეული ჯგუფები გამიზნულად ჯავშნიან ვაქცინაციის პორტალზე  ადგილებს, შემდეგ კი ასაცრელად არ მიდიან, რათა ამ გზით ვაქცინაციის პროცესს შეუშალონ ხელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დიდი რაოდენობის ჯავშნების გაუქმების მიზეზების შესწავლას იწყებს.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  2 აგვისტოს 19 ათასი ჯავშნიდან დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი დაჯავშნილ დროს ასაცრელად არ გამოცხადდა.

„რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეჭვებს ბადებს ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული „ფაიზერზეც“.

„რაც სისტემიდან მარტივად ამოღებადია, ის ამოვიღეთ. საკვირველად მეტი ადგილია გაუქმებული აცრებზე. ერთი იმდენი „სინოფარმზეც“ გაუქმდა. მესმის, ეს შეიძლება იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას მერე „ფაიზერი“ უფრო მოეწონა, „სინოფარმზე“ გააუქმა და „ფაიზერზე“ გადაეწერა. კი ბატონო… მაგრამ „ფაიზერზე“ ერთი იმდენი რომ არის გაუქმებული, რა თქმა უნდა, ჩვენში ეს უკვე ადრე გამოთქმულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა და სისტემაში ხელოვნურად ადგილის დაკავება“, – განაცხადა იმნაძემ.

3 აგვისტოს შუადღის მონაცემებით, რეგისტრაციის პორტალზე booking.moh.gov.ge  „ფაიზერზე“ 3 659 ადგილია თავისუფალი, „სინოვაკზე“ – 67 294 „სინოფარმზე“ – 77 975, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ – 17 555. ადგილი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close