fbpx
პოლიტიკასაზოგადოება

გეცნობათ შოუდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“? – ევროპის ჩემპიონი, მოცურავე ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის

ევროპის ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე პოლიტიკურ სარბიელზე გამოდის და ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

სპორტული მიღწევების მიუხედავად სპორტსმენი ფართო საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო. მომხიბვლელი ქალბატონი უცებ გახდა პოპულარული. ის ხშირად ჩანდა გადაცემებში და ჟურნალების გარეკანებზე… თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნანა ტელეეკრანებიდან გაქრა. შარშან ის  „მასტერშეფის“ კულინარიულ შოუში კვლავ გამოჩნდა, მაგრამ წინსაფარი ვერ მოიპოვა და კონკურსს გამოეთიშა.

ყოფილმა სპორტსმენმა 46 წლის ასაკში კიდევ ერთხელ შეიცვალა ამპლუა და ამჯერად ის თავს პოლიტიკაში ცდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად  გაავრცელა.

„ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო… დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე..და ვიწყებ ასე.
მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ, სწორად წაიკითხეთ…არ მოგეჩვენათ. მე პოლიტიკაში მოვდივარ!

და რატომ იცით? ვფიქრობ, დღეს დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე…მე მინდა სიახლე, მინდა უკეთესი ქვეყანა და არსად გავიქცევი, არსად არ წავალ.. აქ ვიქნები და აქ ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს..სადაც ჩემი მშობლები, მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი დაიბადა..

ამბობენ, „პოლიტიკა ბინძური“ საქმეაო…არა, ბატონებო..პოლიტიკას ადამიანები ქმნიან…ჰოდა უნდა მოვიხადო ჩემი ვალი, რაც ასე ძალიან მაწუხებს, მე თავად უნდა შევცვალო, ვიბრძოლო..და მოვიგო! დიახ, მოვიგო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავალი!

ბრძოლას ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, ოღონდ სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ დარბაზებში. ახლა კი ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის გიორგი გახარიას გუნდთან ერთად“, – წერს ნანა ნებიერიძე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close