საზოგადოებასაბერძნეთი

არნახული სიცხე: ათენში, აკროპოლისსა და ომონიაზე მიწა 55°С-მდე გახურდა, სახლის სახურავები – 60°С-მდე

ბოლო დღეებში საბერძნეთს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სითბური ტალღა დაატყდა თავს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, შაბათს, 31 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოუდგენლად ცხელოდა, 87 რაიონში სიცხემ 40 გრადუსს გადააჭარბა. მეტეოროლოგიურმა სადგურებმა დააფიქსირეს ტემპერატურული მაქსიმუმი – 44,6°С.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები 8 ოლქი, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

cnn.gr-ის ცნობით, ათენის აკროპოლისზე, მიწაზე ქვების ტემპერატურა 55°С-ს აჭარბებდა, ამავე ტემპერატურამდე გახურდა ათენის ისტორიულ ცენტრში ომონიის მოედანი.

ამასთან, მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ათენის ცენტრში ჰაერის ტემპერატურა 36-37°C გრადუსის ფარგლებში მერყეობდა.

lifo.gr-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლები – 60°C-ზე მეტი – დაფიქსირდა ასფალტზე და კონდიციონერიანი ძველი შენობების სახურავებზე,  ხოლო ყველაზე დაბალი – ახალი შენობების ფასადებზე და ომონიის მოედანზე არსებულ შადრევანთან – 35°С.

meteo.gr-ის პროგნოზით, დღეს ტემპერატურის მაქსიმალური მაჩვენებლები 42-43 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მომავალი კვირის პროგნოზი კი საგანგაშოა – სიცხე მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს და ხუთშაბათის (5 აგვისტო) ჩათვლით გაგრძელდება. ტემპერატურა ზოგან 45°С-ს გადააჭარბებს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close