fbpx
სპორტი

იაკობ ქაჯაია ფინალშია! – გარანტირებული მეექვსე მედალი და მეორე ოქროს შანსი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენელს სერგეი სემიონოვს სძლია, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს ორ წუთში მოუგო.

საქართველოს მეექვსე მედალი გარანტირებული აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მედალი ოქრო იქნება. ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, 2 აგვისტოს გაიმართება. იაკობ ქაჯაია ფინალში ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავეს, 38 წლის მიაინ ლოპესს შეხვდება. ხვალ ასპარეზობაში გიორგი მელიაც ჩაერთვება, რომლის პირველი მეტოქე უძლიერესი რუსი მოჭიდავე მუსა ევლოევი იქნება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close