მედიცინა
PFIZER-ის ვაქცინით მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის. ამის შესახებ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ.
მათივე განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ 18-55 წლის ადამიანებში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება, 65-85 წლის ადამიანებში კი – 11-ჯერ.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ში აქტიური შემთხვევების 83% „დელტა“ შტამზე მოდის, რაც ივლისის დასაწყისის მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ით მეტია. მისივე თქმით, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ზოგიერთი ვაქცინირებული პირი ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება ინფექციის გადამდები იყოს და ვირუსი სხვებს გადასცეს.
imedinews.ge
კომენტარები