fbpx
სპორტი

საქართველოს ოლიმპიადაზე მეორე მედალი გარანტირებული აქვს – ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია!

ოქროს ველოდებით

ახლახან დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა ტოკიოში ძიუდოისტთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა კორეელ მოწინააღმდეგეს ჩანგრიმ ანს დამატებით დროში სძლია და ფინალში გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ლაშას ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს და აქვს შანსი, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს (პირველად ლაშამ ოქროს მედალი 2012 წელს მოიპოვა ლონდონში).

ქართველმა ძიუდოისტმა დღეს დილიდან ნახევარფინალამდე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო: მან ფრანგი ჟილომ ჩენი, ჯიბუტელი ადენ-ალექსანდრე ჰუსეინი და კანადელი არტურ მარგელიდონი დაამარცხა.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (52 კგ) სამი შეხვედრიდან ორი მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. რეპეშაჟის ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე პოლონელი ჯულია კოვალჩიკი იქნება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close