იაპონურმა კომპანიამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდა დაიწყო
პრეპარატი ვირუსს 5 დღეში გაანეიტრალებს
იაპონურმა კომპანია „შიონოგიმ“ (Shionogi & Co) კორონავიურის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal-ი წერს.
„შიონოგის“ აღმასრულებელი დირექტორის, ისაო ტეშიროგის თქმით, აბებმა, რომელიც დღეში ერთხელ უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა, თეორიულად, ვირუსი 5 დღეში უნდა გაანეიტრალოს. პრეპარატი თრგუნავს ფერმენტ პროტეაზის აქტივობას, რომლის საშუალებითაც ვირუსი ადამიანის უჯრედების შიგნით საკუთარ ასლებს ქმნის.
მისივე თქმით, კომპანია გეგმავს, იაპონიაში კლინიკურ გამოცდაში 50-იდან 100-მდე ჯანმრთელი ადამიანი ჩართოს. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს, ცოტა მოგვიანებით კომპანია პრეპარატის გამოცდის პლაცებოკონტროლირებად ფაზას დაიწყებს.
Wall Street Journal-ის თანახმად, გამოცდა, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გაგრძელდება.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებზე უკვე მუშაობენ კომპანია „ფაიზერი“ და კომპანია „მერკი“.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული წამალი შექმნეს COVID-19-ის წინააღმდეგ, რომლის ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და მეორე ფაზა იწყება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები