fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 26 ივლისი – 1-ლი აგვისტო

26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე კლებადი მთვარის პერიოდია. მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქამდე ნაყოფიერად იმუშავეთ. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული ენერგიული საქმიანობა: ყველა საქმე უახლოესი მომავლისთვის გადადეთ.

 

ვერძი

ზოგადად, ზედმეტი ზრუნვის გარეშე, ხელსაყრელი პერიოდი გელით, თუმცა სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. გაატარეთ ეს დრო მშვიდად, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიაქციეთ დასვენებას. კვირის დასაწყისში შესაძლებელია დიდი ფულადი სახსრები მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 28.

 

კურო

ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. ახლა მნიშვნელოვანია ძველი პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ სამსახურში გვიანობამდე არ დარჩეთ: ამ დღეებში სახლში ხართ საჭირო. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და თქვენს გარეგნობას. შესაძლებელია უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში თაყვანისმცემელი გამოჩნდეს.

სასიკეთო დღეები: 29, 30.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

დაუკვირდით თქვენს აზრებს. ამ დღეებში ისინი ძლიერ გავლენას მოახდენენ მიმდინარე მოვლენებზე. კვირის ბოლოს სამსახურში შესვენება გააკეთეთ: დასვენება გჭირდებათ. იდეალური ვარიანტი იქნება ხანმოკლე შვებულება, რომელსაც ახლობლებთან ერთად გაატარებთ. დროულად დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა.

სასიკეთო დღეები: 28, 29.

არასასიკეთო დღე: 26.

 

კირჩხიბი

ჩხუბი ახლა შეიძლება უმნიშვნელო რამიდან დაიწყოს. შეეცადეთ რამდენადაც შესაძლებელია კონფლიქტებს მოერიდოთ. ცოტა ხნით უარი თქვით ხმაურიან კომპანიებზე. პერიოდი ხელსაყრელია საზაფხულო აგარაკზე სამუშაოდ და რემონტისთვის. უბრალოდ, ყურადღებით შეარჩიეთ ხელოსნები, რომ თავბედი არ იწყევლოთ!

სასიკეთო დღეები: 27, 30.

არასასიკეთო დღე: 31.

 

ლომი

ბევრი ნივთი და ტექნიკა შეიძლება შესაძლოა გატყდეს და მწყობრიდან გამოვიდეს, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული ხართ. დამშვიდდით და დაისვენეთ. შაბათ-კვირას ჯობს ფული საყიდლებზე არ დახარჯოთ. შეიძლება მალე უფრო საშური საქმისთვის დაგჭირდეთ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 30.

 

ქალწული

მარტოხელა ქალწულებმა ღირს იზრუნონ მეორე ნახევრის მოძებნაზე. ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა! დაქორწინებულებმა სასურველია შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარონ. შესაძლებელია გაუგებრობა წინა თაობის წარმომადგენლებთან, ამიტომ დაუკვირდით თქვენს სიტყვებს და მოქმედებებს.

სასიკეთო დღეები: 28, 30.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

ცოტა ილაპარაკეთ, ბევრი გააკეთეთ – ვარსკვლავები ახლა ამას გირჩევენ. ეს პერიოდი შეიძლება ძალიან პროდუქტიული იყოს, თუ არ იზარმაცებთ. შესაძლებლობა იქნება, რომ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი – ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი! თქვენს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს. ეს საუკეთესოა, პირადი ცხოვრების შეცვლის დრო ჯერ არ მოსულა.

სასიკეთო დღეები: 27, 31.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

ამ კვირაში თვითგანათლებით დაკავდით და კვალიფიკაცია აიმაღლეთ. შესაძლებელია განწყობა გაგიფუჭდეთ და აპათია დაგეუფლოთ, თუმცა ნუ მისცემთ უფლებას დეპრესიას, ღრმად ჩაგითრიოთ. დაკავდით ისეთი საქმით, რომელიც გიყვართ და ის სევდიან აზრებს მოგაშორებთ. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ, გადით ბუნებაში და თავი სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილად იგრძენით.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

შეეცადეთ სამსახურში მაქსიმალურად გამოავლინოთ, რისი უნარიც გაქვთ. ხელმძღვანელობა შეამჩნევს და აღიარებს თქვენს ძალისხმევას და სათანადოდ დაგაჯილდოებთ. ნუ გადაიტვირთავთ თავს აგარაკზე და სახლში საშინაო საქმეებით. სამუშაო დღის შემდეგ თავს უფლება მიეცით, რომ აღარაფერი გააკეთოთ და სრულად განიტვირთოთ. იზრდება გაციების რისკი, სიცხე ნუ მოგატყუებთ – სიცხეში უფრო ადვილია გაციება.

სასიკეთო დღეები: 30, 1.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის რქა

იგრძნობთ, რომ გინდათ, რაღაც განსაკუთრებული გააკეთოთ. მიეცით თავისუფლება ფანტაზიას! ზოგიერთი თხის რქა მეგობრის ღალატს გადაურჩება. აკონტროლეთ საკუთარი თავი და არ დაუშვათ, რომ წყენამ და უკმაყოფილებამ ცხოვრება დაგინგრიოთ. თხის რქები ამ დღეებში ფრთხილად უნდა იყვნენ გზებზე.

სასიკეთო დღეები: 26, 30.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

შესანიშნავი დროა, რათა  ოცნებები რეალურად აიხდინოთ. დაიწყეთ უახლოეს მომავალში დასახული მიზნების ჩამონათვალის შედგენით. თქვენთვის რთული იქნება გაუძლოთ ცდუნებებს, რომლებიც ახლა ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, შემდეგ არაერთხელ მადლობას გადაუხდით საკუთარ თავს.

სასიკეთო დღეები: 28, 31.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბება და ეს თქვენი ბრალი იქნება. ნუ შეგეშინდებათ ბოდიშის მოხდისა, რათა მოგვიანებით შეცდომების გამო არ გაგკიცხონ. იყავით კეთილგანწყობილი ბავშვების მიმართ, ხშირად არ დატუქსოთ ისინი. შაბათ-კვირას ქალაქგარეთ, ბუნებაში გადით და ისიამოვნეთ ზაფხულის დღეებით.

სასიკეთო დღეები: 29, 31.

არასასიკეთო დღე: 1.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close