fbpx
კრიმინალისაქართველო

1 წუთსა და 18 წამში მომხდარი მკვლელობა ზუგდიდში – რა ჩანს ვიდეოკამერის ჩანაწერებში

„კურიერმა“ ზუგდიდში მომხდარი საზარელი მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მოიპოვა, რომელიც საქმის მთავარი მტკიცებულებაა.

ვიდეო ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება მიზანმიმართულად ჯიპი მსუბუქ მანქანას. ჯიპის მძღოლი სროლას ჯერ კიდევ ავტომობილიდან იწყებს, შემდეგ გადმოდის და 2 მამაკაცზე შეიარაღებულ თავდასხმას აგრძელებს.

სასტიკი დანაშაულის ჩადენა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ზუსტად 1 წუთსა და 18 წამში მოასწრო.

სავარაუდო დამნაშავე 65 წლის ბიზნესმენი ზაურ კვიკვინიაა, რომელიც მოკლული და დაჭრილი მამა-შვილის ბიზნესპარტნიორია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარი ბიზნესწილებთან დაკავშირებულ უთანხმოებას უკავშირდება.

გრამიტონ ლაგვილავა შეიარაღებული თავდასხმის ადგილზევე გარდაიცვალა, მისი შვილი, 40 წლის გიორგი ლაგვილავა კი, მძიმე ჭრილობებით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციამ ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორი პისტოლეტი. სავარაუდო დამნაშავე დკავებულია

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. დანაშაული 11-იდან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close