პოლიტიკასაქართველო

თბილისის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ ისევ კახა კალაძე დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა.

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს კახა კალაძეს“, – აღნიშნა კახა კალაძის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე თბილისის მერად კენჭს მეორედ იყრის. 2017 წელს მან არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close