fbpx
საზოგადოება

„არ მინდა ჩემი გვარის დასახელება“ – რატომ მალავს გვარს და სინამდვილეში რატომ ჩაწერა სკანდალური ვიდეო ნათია ქოლუსმა

ინტერნეტში პოპულარული ქართველი ბლოგერის, ნათია ქოლუსის ვიდეოჩართვები გავრცელდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევრი ჰყავს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ეხმიანებიან.

ვიდეობლოგერი მსოფლიო ტრენდების განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს. რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აშკარად და ღიად დაუპირისპირდა „ლგბტ“ თეოლოგიას და ამ ორგანიზციის დოქტრინას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქოლუსი ცოტა ხნის წინ, ამ თემის თანამგრძნობი იყო.

„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბლოგერი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზაციას ამხელს და აღნიშნავს, რომ ისინი არა თავისუფლების, არამედ ადამიანების დამონებისთვის იბრძვიან და მისი დოქტრინა საშიშია კაცობრიობისთვის…

„Factcheck.ge“ ავრცელებს სტატიას სათაურით: „სოციალურ ქსელში „ლგბტ“თემთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება“ – რას უპასუხებდი…

სიმართლე გითხრათ, მეზარება წაკითხვა, აზრი არ აქვს. მათ ფაქტები არ აინტერესებთ, მთავარია რამე შეთხზან, თვითონ არიან ფაქტების გამყალბებლები.

– გამოდის, ბრალდებას არ აღიარებ…

რა თქმა უნდა არა, ისინი აქეთ გაბრალებენ ყველაფერს. ამით ხალხს აჩვენებენ ხალხს თავის რეალურ სახეს, მაგრამ ბევრი მიხვდა, ვინც არიან. ასეთი „ფართხალით“ და ჩემი ვიდეოების დაბლოკვით თვითონ იზიანებენ საკუთარ თავს, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებიან. უამრავი ვიდეო დამიბლოკეს…

ერთ რამეს ვიტყვი, „ლგბტ“ ორგანიზაციამ დაირქვა – თემი, კულტის მოქმედებები აქვთ. ამ ეტაპზე, „თბილისი პრაიდის“ ჩატარება იმიტომ უნდოდათ და მოთხოვნაც ჰქონდათ, მეტი ხილვადობა ჰქონოდა. მინდა დავუწერო კომენტარი, რომ დაინახა ხალხმა, ოღონდ მათი ნამდვილი სახე. როგორც თვითონ უნდოდათ, ის არ გამოუვიდათ.

ახლა „მიბლოკონ“, რამდენიც უნდათ! ხალხმა უკვე იცის, აზრი აღარ აქვს. რომ ბლოკავენ, ამით კიდევ უფრო აჩენენ საკუთარ რეალურ სახეს.

რას გვეტყოდი ამ ორგანიზაციაზე?

როგორც აღვნიშნე, ძალიან საშიშები არიან, მაგათზე საშიში ორგანიზაცია არ არსებობს მსოფლიოში! ისინი არა თავისუფლების, არამედ ადამიანების დამონებისთვის იბრძვიან და მისი დოქტრინა საშიშია კაცობრიობისთვის…

რას გულისხმობ?

ვგულისხმობ იმას, რომ ეს თემი ცდილობს დაავიწყოს ადამიანს, ზოგადად, რა არის მისი რეალობა. სწორედ, ამისთვის არის ეს ორგანიზაცია და ორგანიზაციების კრებული. ეს მანქანა არის შეფუთული, „სიყვარულის ყუთში“ დევს, თითქოს სიყვარულით მოდიან და ხალხი ანაღვლებთ!

თან საყოველთაო უფლებების დაცვა უნდათ, როგორც ავღნიშნე, ძალით დაცული, ასე რომ ვთქვათ, ყველა თანასწორია. მაგათ უნდათ, რომ ყველა თანასწორი იყოს ყოველთვის, თან ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებენ, რასაც ბოლშევიკები, ოღონდ რეალურად, ძალაუფლების მოპოვება უნდათ – ისე, როგორც კომუნისტებს.

ის, რომ ჩვენ ვიბრძვით თქვენი უფlებებისთვის, ბრწყინვალე მომავლისთვის და ეს დამპალი კაპიტალიზმი, ძალიან კარგად დავინახეთ მსოფლიო ისტორიიდან გამომდინარე, რომ არ მუშაობს ეს სოციალიზმი.

ლენინს ახსენებ ერთ-ერთ ვიდეოში…

ისტორია რომ წიკითხონ, როგორ მოვიდნენ ლენინი და ბოლშევიკები, ძალიან ახლო იდეოლოგიაა, ოღონდ ესენი ბევრად უარესები არიან. იმიტომ რომ ლენინმა იმაზე მაინც „ითამაშა“, რომ ოჯახები შექმნა, დაასაქმა, ვითომ ეკონომიკაც შექმნა – ესენი კი, ადამიანების გაქრობაზე მუშაობენ.

უსქესო შვილებს ზრდიან, თითქოს სქესი არ არსებობს, ბავშვს ზრდიან როგორც „ნონ ბაინარი“ ანუ სქესი, ვითომ არ არსებობს. ასეთი ადამიანი, ფსიქიურად ნორმალური ვერ იქნება.

ვიდეოში სუიციდის თემასაც ეხები..

სულ ვუყურებდი ვიდეოებს „ტიკ-ტოკზე“ და ვხედავდი, რომ ძალიან ხშირია თვითმკვლeლობები.

ქოლუსი ქართული გვარი არ არის, მეუღლის გვარია?

2014 წელს წავედი კანადაში და გვარიც შევიცვალე. მეუღლე მყავდა, მაგრამ არ მინდა პირადზე საუბარი. მყავს დედა, მამა და ძმა. ქართველი ვარ, მაგრამ არ მინდა გვარის დასახელება, რაც ნაკლები ინფორმაცია ექნებათ ჩემზე, მით უკეთესი. არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მსურს.

გეტყვით, რომ თბილისში დავიბადე, 23 წლის ვიყავი, როცა ტორონტოში გადავედი საცხოვრებლად – დეტალებს არ დავაკონკრეტებ! გავხდი ბლოგერი, ბოლო ერთი წელი ვაკეთებდი ვიდეოებს, ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი, ე. წ. „ფოლოვერი“ მყავდა – ორი თვეა, რაც საქართველოში დავბრუნდი.

ვიდოც იმიტომ დავდე, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ბევრმა ჩემმა მეგობარმა თავის გვერდზე პრაიდის დროშები დადო. ისეთებმაც კი, რომლებსაც არასდროს დაუყენებიათ, მაგათ გამო გავაკეთე ეს.

შედეგი გამოიღო?

სხვათა შორის, რამდენიმე ადამიანს შევანჩნიე, რომ აშკარად ამხილეს ისინი. იმედია, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს, რა თქმა უნდა, მარტო გამიჭირდება, საზოგადოების მხარდაჭერა მჭირდება.

მოგვიყევი, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ…

ჯერ არ ვიცი, ზოგადად, არ მჩვევია წინასწარ დაგეგმვა.

თვლი, რომ ბევრ ადამიანს, საჭირო ინფორმაცია მიაწოდე?

ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დამაბრალა, საქართველოში ამ თემებზე იმიტომ საუბრობ, რომ „ხელის მოთბობა“ გინდაო. არ იცოდნენ მაინც, ვინ ვიყავი და რას ვაკეთებდი.

ჩემ ვიდეოებს, მინიმუმ, 3 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. „ტიკ-ტოკზე“ სექსუალურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობდი და ვეხმარებოდი ამ განხრით, განათლებაც საკმაოდ მაქვს და ამიტომ კარგად ვიცი მათი ფსიქოლოგია.

თემის წევრი შენც იყავი?

არასდროს ვყოფილვარ მათი წევრი. უბრალოდ, მათთან ერთად დავდიოდი. მინდოდა, რომ მათი ცხოვრება უკეთ, ახლოს გამეცნო.

გეშინია?

იცი რა, ყველაზე მეტად, ღმერთის მეშინია, ადამიანების ნაკლებად!

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close