fbpx
მსოფლიო

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია, წყალდიდობას ებრძვიან თურქეთშიც (ვიდეო)

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 49-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გერმანიაში სტიქიას 43 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

რთული ვითარებაა ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც. ბელგიაში წყალდიდობას ექვსი ადამიანი შეეწირა. ლიეჟის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს.

გერმანიის რამდენიმე დასახლებაში სტიქიის შედეგად სასმელი წყალი დაბინძურდა. მოქალაქეებს ურჩევენ, გადადუღებული წყალი მიიღონ.

უხვი ნალექის გამო შვეიცარიის მდინარეებსა და ტბებში წყლის დონე მაქსიმუმს აღწევს. ხელისუფლება სანაპიროს გამაგრებით სამუშაოებს უკვე რამდნიმე დღეა ატარებს.

წყალდიდობის საფრთხე გამოაცხადეს საფრანგეთის ცხრა რაიონშიც.

1tv.ge

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, ორს კი ეძებენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიამ თურქეთის რიზეს პროვინცია დააზარალა, სადაც რამდენიმე სახლი დაინგრა, დაზიანდა გზები. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ამასთან, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close