fbpx
პოლიტიკასაქართველო

პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ამ დროისთვის დაპირისპირება გრძელდება უშუალოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში, დეპუტატებს შორის. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, რამდენიმე მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები დარბაზში შეუშვან და მათ ოპერატორ ლექსო ლაშქარვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმის საშუალება მიეცეთ.

ოპოზიციის წაერმომადგენლები აცხადებენ, რომ გუშინდელი ტრაგიკული ამბის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

„ეს არის დაცინვა და არ მივცემთ საშუალებას, რომ გუშინდელი ამბის გამო ასე დაგვცინონ და ისე ჩაატარონ სხდომა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ამიტომაც არ მივცემთ საშუალებას სხდომის ჩატარების“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საჭიროა, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აირჩიონ ისეთი მთავრობა, რომელიც  ხალხზე არ იძალადებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close