საზოგადოებასაქართველო

ბერი თეთრი ხალათით – იღუმენი ლუკა (ვიდეო)

სოფელ ლისში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერის წინამძღვრისთვის ყოველი დილა ტაძარში ლოცვით იწყება, დღე კი საოპერაციო ბლოკში პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლით გრძელდება.

ეს, ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სასულიერო პირი საერო პროფესიას არ ემშვიდობება და ჰიპოკრატეს ფიცს არც სასულიერო ცხოვრებაში ივიწყებს.

ორ წელზე მეტია, მამა ლუკა ფალავანდიშვილი ლოცვის შემდეგ კავკასიის მედიცინის ცენტრში მიდის. ეს მისი ყოველდღიურობაა. საავადმყოფოში ტრავმატოლოგი, იღუმენი ბერის შავი სამოსით შედის.

„ჩავდივარ კლინიკაში იმისთვის, რომ ჩემი სამედიცინო საქმიანობა გავაგრძელო. არასდროს მივუტოვებივარ იმ გრძნობას, რომ შემიძლია ადამიანების დახმარება. ყოველთვის გამაჩნდა სურვილი, მქონოდა დრო და კიდევ დავბრუნებოდი ამ პროფესიას“, – განაცხადა ტრავმატოლოგმა იღუმენმა.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close