fbpx
სპორტი

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური ჩემპიონობა – ქართველების ტრიუმფალური გამარჯვება გერმანიაში

დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა თავის გამოსვლა საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმ. რევაზ ლაშხის შეგირდებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი ლუკა ოჩიგავამ (67 კგ) მოიპოვა; მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება ლაშა ტვილდიანს (97 კგ) დააკლდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 154 ქულით პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა რუსეთის (118) და თურქეთის (100) გუნდები.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close