საზოგადოება

„ბავშვი ისევ კომაშია, ლევანს ხვალ გავასვენებთ“ – ყოფილი ემიგრანტების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია

ბათუმში ემიგრაციიდან ახალდაბრუნებული ახალგაზრდა მამაკაცი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა – ამ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. როგორც იგი წერს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შვილის მძიმე მდგომარეობის გამო ნერვიულობის შედეგად გაუარესდა.

მას მეუღლე და ახალშობილი შვილი დარჩა, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაშია.

„ლევანი ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ეს რა გავიგე, რა მომწერა შენმა მეუღლემ შვილზე ნერვიულობამ რა გიქნა ჩემო კეთილო და ტკბილო.  „მედინაში“ ერთად წავედით ჩემი როგორი იმედი გქონდა…. დაუჯერებელია ლიკა ლევანის გარეშე…. შენს შვილს რა ეშველება და მეუღლეს შენს გარეშე ლეოო…. როგორ დატოვე ორივე ასეთ მდგომარეობაში.

ძვირფასო ემიგრანტებო, ლევანი და ლიკა წლები ემიგრანტები იყვნენ. ახლახანს ჩამოვიდნენ, ბათუმში იყიდეს ბინა და ამდენი წლის ნანატრი შვილიც შეეძინათ. ლიკა უცებ გახდა ცუდად, მიიყვანეს კლინიკა „მედინაში“ და გაუკეთეს საკეისრო კვეთა, როგორც ლიკამ მაშინ ჩემთან საუბარში „შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხის“ ინტერვიუში აღნიშნა, ის მედინას ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებდა, რადგან 6 საათის განმავლობაში საკეისრო კვეთას უკეთებდნენ…

მოკლედ რომ ვთქვა ბავშვი რომ ამ მდგომარეობაშია, მათ ადანაშაულებს… დაახლოებით, 3 თვის უკან ლევანი და ლიკა შემეხმიანენ, ერთად წავედით ექიმებთან შესახვედრად, თუმცა იმ ექიმებმა ჩემთან ინტერვიუზე უარი თქვეს…

ლიკამ ეს ტექსტი მომწერა და გავქვავდი – „შოთ, ლევანი დამეღუპა, ბავშვზე ინერვიულა და ინსულტი მიიღო, ბავშვი ისევ კომაშია, ლევანს ხვალ გავასვენებთ…“, – წერს შოთო სიხარულიძე.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close