მოგზაურობა

WIZZ AIR-ის ბაზა დაბრუნდა – კომპანია პირველი ივლისიდან ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს 5 ევროპული ქვეყნის 6 ქალაქში შეასრულებს

პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს – „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში  გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია ქუთაისიდან დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, თესალონიკის, ლარნაკისა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს. პირველ ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ზემოაღნიშნული ქალაქების მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

მთლიანობაში კი ამ ეტაპზე ქუთაისიდან ევროპაში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close