საზოგადოებასაქართველო

საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – 1194 ახალი შემთხვევა

გამოვლინდა დელტა შტამით ინფიცირებული კიდევ 7 პაციენტი

საქართველოში ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1194 შემთხვევა გამოვლინდა, ეს ამ თვეში, პირველი ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გასულ 24 საათში ჩატარდა 29 709 ტესტი და დადებითობის მაჩვენებელი 4,02%-ს უდრის.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი, საშუალოდ, 2.45%-ია, ბოლო 14 დღის – 2.5%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 678-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22  პაციენტი (წინა ერთ დღეში კი კოვიდმა 9 პაციენტი იმსხვერპლა).

რაც შეეხება ვაქცინაციას: გასული დღის განმავლობაში აიცრა 2777ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 257 974 აცრა, სრულად –  ორივე დოზით კი აცრილია 96 975 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოვლინდა, სულ აღრიცხულია 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მათგან 351 144 გამოჯანმრთელდა, 5297 პაციენტი კი ვირუსმა იმსხვერპლა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში დელტა შტამის (ე. წ. ინდური მუტაცია) შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის დელტა შტამის სულ 27 დადასტურებული შემთხვევის შესახებ არის ცნობილი, თუმცა გამყრელიძე ვარაუდობს, რომ დელტა შტამის ცირკულაცია შეიძლება ქვეყანაში 10-იდან 20 პროცენტამდე მერყეობდეს. პირველად ინდოეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ეს ვარიანტი ევროპის ქვეყნებში უკვე ანაცვლებს ალფა შტამს (ე. წ. ბრიტანული ვარიანტი) და სულ უფრო ინტენსიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. დელტა შტამი უფრო გადამდები და სახიფათოა, ამიტომ ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოქმედი რეგულაციების დაცვისა და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close