fbpx
ვიდეოარტისტი

დათო ხუჯაძის გრანდიოზული ქორწილი აჭარაში – ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა წყვილი (ვიდეო)

მომღერალმა ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა

45 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინათ მეორედ დაქორწინდა. ნახეთ, როგორი ქორწილი გადაიხადეს აჭარაში და როგორ გამოიყურებოდა წყვილი.

მომღერალმა დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადეს.

ცნობილი მომღერალი დათო ხუჯაძე რამდენიმე თვის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე პროფესიით მუსიკოსი ეკა დალაქიშვილია. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.

როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში. მომ­ღე­რა­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე – ნა­თია ონი­ან­ზე იყო დაქორწინებული. ისინი მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი დათო ხუჯაძეს სა­ერ­თო შვი­ლის – მელანოს ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მოაგვარეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ნახულობს თავის ქალიშვილს.

დათო ხუჯაძე ქართველი მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელმაც მაყურებელს თავი ლირიკული სიმღერებით დაამახსოვრა. შემსრულებელი მრავალჯერ აღიარეს საქართველოში, როგორც „წლის მომღერალი“, მიიღო მაყურებლის ჯილდო აზიის ფესტივალზე და გახდა „სლავური ბაზრის“ კონკურსის გრან პრის მფლობელი.

თავდაპირველად ხუჯაძემ პოპულარობა მოიპოვა ჯგუფი „სახეს“ წყალობით 1997 წელს. ჯგუფი მღეროდა სიმღერებს სიყვარულსა და ურთიერთობებზე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ხუჯაძემ სოლო კარიერა დაიწყო.

დათო ხუჯაძემ ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close