fbpx
ქართველები უცხოეთში

პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოში მცხოვრები 26 წლის დიტო ხელხელაურის ნათესავები ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს მყვინთავებმა ტბაში თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

საქართველოში გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით ოჯახს ოფიციალური უწყებებისათვის ჯერ არ მიუმართავს.

დიტო ხელხელაურს ქალაქ ვარშავაში 12 ივნისიდან ეძებდნენ. მისი გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობდა, რის გამოც ოჯახმა, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, პოლონელი ადვოკატიც დაიქირავა.

მოგვიანებით კი, თვითმხილველის ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ახალგაზრდის ტბაში გადახტომას ადასტურებდა, სამძებრო ოპერაციაში 180 მყვინთავი ჩაერთო.

მანამდე ძალოვანებმა მასთან დაკავშირებული ყველა პირი გამოკითხეს და დაკარგულის პირადი ნივთები ამოიღეს. დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდანაა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close