მსოფლიოკრიმინალი

გერმანია COVID-ვაქცინაციის ყალბ სერტიფიკატებს ბრძოლას უცხადებს

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური გუნდი, რომლის მიზანიც შავ ბაზარზე გაყიდული ყალბი COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატების ამოღება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის პოლიციის ცნობით, ყალბი COVID-სერტიფიკატების შეძენა სოციალურ ქსელ Telegram-ის მესენჯერის საშუალებით ხდება, ხოლო ანგარიშსწორების საშუალებად კრიპტოვალუტაც გამოიყენება.

BBC-ს ცნობით, ყალბი COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატების შეძენა დაახლოებით 100 ევრო ღირს. მოთხოვნა აღნიშნულ დოკუმენტზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ კოვიდ-პასპორტების გაცემა დაიწყო. ამ ქვეყნებს შორის არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია და პოლონეთი.

გამოცემის თანახმად, გერმანიაში ამჟამად ზრდასრული მოსახლეობის 44%-ია აცრილი, მათ შორის, 18%-მა COVID-ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close