მედიცინა
„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები „ძალზე ეფექტიანია“ ინდური შტამის წინააღმდეგ
კარგი დაცვა, მაგრამ მხოლოდ 2 დოზის მიღების შემთხვევაში
ბრიტანული კვლევის თანახმად, რომელიც Public Health England-მა ჩაატარა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – Pfizer-ი და AstraZeneca ინდოეთში გამოვლენილი ვარიანტის წინააღმდეგ „მაღალეფექტიანია“ 2 დოზის მიღების შემდეგ.
როგორც BBC იტყობინება, Pfizer-მა მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ 88%-იანი ეფექტიანობა აჩვენა ინდური შტამის წინააღმდეგ.
AstraZeneca-ს ეფექტიანობა 60%-ს უდრის, თუმცა ორივე ვაქცინის ეფექტიანობა ინდური შტამის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ია პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები