fbpx
newsიტალია

იტალიის ჩრდილოეთში საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ბავშვი ტურინის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტში სტრეზა-მოტარონეს საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნას, სულ მცირე, ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

შემთხვევა ტბა მაჯორეს მახლობლად მოხდა, საბაგირო კაბინა მთა მოტარონეს სიახლოვეს ჩამოვარდა, ხშირი ტყით დაფარულ ადგილას, სადაც საბაგიროს სიმაღლე 1491 მეტრს აღწევს, 300 მეტრის დაშორებით მთის მწვერვალზე მდებარე სადგურიდან. საბაგიროს ატრაქციონი, ზოგადად, 20 წუთს გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, კაბინაში 11 მგზავრი იმყოფებოდა. 9 მგზავრი მაშინვე დაიღუპა, მძიმედ დაშავებული ორი ბავშვი, 9 და 5 წლის, სასწრაფო დახმარების ორი თვითმფრინავით ტურინის Regina Margherita-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლები მივიდნენ, ხშირი ტყით დაფარულ ადგილას სამაშველო სამუშაოების ჩატარება გაძნელდა.

მედიის ინფორმაციით, ინციდენტი, სავარაუდოდ, დაზიანებული ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close