ქართველები უცხოეთშისაქართველო

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – ორკვირიანი აქცია

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან – 2 კვირის განმავლობაში პირადობის მოწმობის უფასოდ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის შეღავათიან ფასში მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის შესაბამისი დადგენილების თანახმად, სპეციალური აქცია 2021 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში პირადობის ელექტრონული მოწმობის და/ან ბიომეტრიული პასპორტის მოთხოვნისას ერთჯერადად გათავისუფლდებიან:

  •  პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის საფასურისგან სრულად;
  • ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისგან 50%-ით.
ამასთან, პირადობის მოწმობის უფასოდ მისაღებად მოქალაქე ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთ უნდა აკმაყოფილებდეს:
  • ფლობს პირადობის არაელექტრონულ (ძველი ტიპის) მოწმობას (თუნდაც მოქმედს);
  • მის სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან ვადა ეწურება 2021 წლის 7 ივნისამდე.
ბიომეტრიულ პასპორტს 50%-იანი შეღავათით მიიღებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს:
  • არასდროს ჰქონია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  •  ფლობს არაბიომეტრიულ პასპორტს (თუნდაც მოქმედს),;

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close