fbpx
მსოფლიოხელოვნებაიტალია

ევროვიზიის გამარჯვებული ცნობილია – 2022 წელს კონკურსს იტალია უმასპინძლებს (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3 საათზე დასრულდა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ევროვიზია 2021-ის ფინალური შოუ და მიღებული ქულების გამოცხადების პროცესი. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა იტალიური როკ-ჯგუფი „მანესკინი“ (Måneskin), სიმღერით Zitti E Buoni. კონკურსის წესების თანახმად, მომავალ წელს ევროვიზიას იტალია უმასპინძლებს.

„მანესკინმა“ ევროვიზიამდე წლევანდელი სან რემოს კონკურსი მოიგო.

წელს იტალია მესამედ გახდა ევროვიზიის გამარჯვებული. 1964 წელს ჯილიოლა ჩინკვეტიმ მოიპოვა პირველი ადგილი, სიმღერით Non Ho L’Età, 1990  წელს კი – ტოტო კუტუნიომ, სიმღერით “Insieme: 1992.

ნახეთ ჯგუფის გამოსვლა ევროვიზია-2021-ის ფინალში.

მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის წარმომადგენელი ბარბარა პრევი სიმღერით “Voilà”.

მესამე ადგილი კი შვეიცარიის წარმომადგენელმა – Gjon’s Tears-მა დაიკავა, სიმღერით Tout l’Univers. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი ჟიურის ქულებით შვეიცარია პირველ პოზიციაზე იყო.

„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ევროპას და მთელ მსოფლიოს, რომ როკენროლი არასდროს კვდება“, – განაცხადა „მანესკინის“ სოლისტმა დამიანო დავიდმა (Damiano David).

ნახეთ, როგორ განაწილდა ქულები და ადგილები.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close